ანკარაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა
ანკარაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა

ანკარაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება აქციის მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის წინააღმდეგ გამოვიდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

მანამდე სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს, რათა ხეების მოჭრისთვის ხელი შეეშალათ. ადგილზე მისულმა პოლიციამ აქტივისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ამის შედეგ პოლიციამ ძალა გამოიყენა და ხეების მოჭრა დაიწყო.

როგორც აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, უნივერსიტეტის ეზოში საერთო საცხოვრებლის აშენება იგეგმება. თუმცა, მათივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობას ხეების მოსაჭრელად ლიცენზია არ აქვს.