ანჯელინა ჯოლის ამერიკელ კინემატოგრაფისტთა საზოგადოება კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოებს.
„ანჯელინამ მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა. ის ნამდვილი ხელოვანია ძლიერი სულითა და გამორჩეული სტილით. ის არამარტო სანახაობას გვთავაზობს თავისი საქმიანობით, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემებზეც მუშაობს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
საზეიმო ცერემონია 17 თებერვალს გაიმართება.