ანჯელინა ჯოლი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა [ფოტოები]
ანჯელინა ჯოლი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა [ფოტოები]

ჰოლივუდის ვარსკვალი ანჯელინა ჯოლი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგმა ანჯელინა ჯოლის დაუცველი ადამიანების თანადგომისთვის და მათი უფლებების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ჯოლის სტუმრობა ალიანსის შტაბბინაში გაზრდის ცნობადობას იმის შესახებ, თუ რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია.

კინომსახიობმა მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოსა და სამხედრო კომიტეტის სხდომაში, რომლის მონაწილეებსაც ქალების უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ ესაუბრა.

ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტისას მსახიობმა ასევე განიხილა მისი ვიზიტი იორდანიაში და ასევე სირიის კრიზისი.