ანჯელინა ჯოლი - ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ბლოკირებით მსოფლიო ლიდერები ღაზაში დანაშაულების თანამონაწილეები არიან
ანჯელინა ჯოლი - ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ბლოკირებით მსოფლიო ლიდერები ღაზაში დანაშაულების თანამონაწილეები არიან

ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე უარის თქმით და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ბლოკირებით, მსოფლიო ლიდერები ღაზაში დანაშაულების თანამონაწილეები არიან, – ამის შესახებ ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა.

ამერიკელი მსახიობის თქმით, ისრაელის მხრიდან ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა ხაფანგში მყოფი მოსახლეობისა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს.

„ღაზა თითქმის ორი ათეული წელია, ღია ცის ქვეშ არსებულია ციხეა და სწრაფად ხდება მასობრივი საფლავი. დაღუპულთა 40 პროცენტი უდანაშაულო ბავშვია. მთელ ოჯახებს კლავენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო უყურებს, მრავალი მთავრობის აქტიური მხარდაჭერით მილიონობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე – ბავშვები, ქალები, ოჯახები – კოლექტიურად ისჯებიან და მათი დეჰუმანიზაცია ხდება, არ აქვთ საკვები, მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.