ანჯეი დუდა - ვთხოვ რუსეთის მოქალაქეებს, მხარი არ დაუჭირონ ხელისუფლებას იმაში, რასაც აკეთებენ, ვთხოვ რუსეთს, შეწყვიტოს ომი და თავი დაანებოს უკრაინას
ანჯეი დუდა - ვთხოვ რუსეთის მოქალაქეებს, მხარი არ დაუჭირონ ხელისუფლებას იმაში, რასაც აკეთებენ, ვთხოვ რუსეთს, შეწყვიტოს ომი და თავი დაანებოს უკრაინას

ვთხოვ რუსეთს, შეწყვიტოს ომი და თავი დაანებოს უკრაინას, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, როგორც მეზობელი და როგორც ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ ეს კონტრპროდუქტიულია მათთვის, ასევე ქვეყნისა და მათი მოქალაქეებისთვის. მე ვთხოვ რუსეთის მოქალაქეებს, არ დაუჭირონ მათ ხელისუფლებას მხარი იმაში, რასაც ისინი აკეთებენ. მე ვთხოვ რუსეთს, შეწყვიტოს ომი და დაანებოს უკრაინას თავი. როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, შეწყდეს რაც შეიძლება მალე, რათა უკრაინამ გააგრძელოს არსებობა და განვითარება თავის საზღვრებში, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, აღიარებულია“, – განაცხადა ანჟეი დუდამ.