ანჯეი დუდა - რუსეთის წინააღმდეგ თუ ვინმე გაგზავნის ჯარებს, საფასური იქნება ძალიან მაღალი, უკრაინაში ომის შესაჩერებლად უნდა გაიგზავნოს შეიარაღება, დაიხარჯოს ფული 
ანჯეი დუდა - რუსეთის წინააღმდეგ თუ ვინმე გაგზავნის ჯარებს, საფასური იქნება ძალიან მაღალი, უკრაინაში ომის შესაჩერებლად უნდა გაიგზავნოს შეიარაღება, დაიხარჯოს ფული 

რუსეთის წინააღმდეგ თუ ვინმე გაგზავნის ჯარებს, ამის საფასური ძალიან მაღალი იქნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღებისა და ფულის გაგზავნით.

„დღეს უკრაინას სჭირდება, დარწმუნდეს, რომ პუტინი ომს ვერ მოიგებს. ჩვენ ვართ ერი, რომელიც რამდენჯერმე ვიყავით რუსეთის მონობაში. თუ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, თუ პუტინი მოიგებს ომს, ის თავს დაესხმება სხვა სახელმწიფოებს, რადგან ეს ხელახლა დაბადებული და გაუმაძღარი რუსული იმპერიალიზმია. იმისთვის, რომ ომი შეჩერდეს, შეიარაღება უნდა გაიგზავნოს, ფული უნდა დაიხარჯოს. ჩვენ არ უნდა ჩავაგდოთ ხალხის სიცოცხლე რისკის ქვეშ. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. უკრაინელები, რომლებსაც თავს დაესხნენ, იცავენ თავს. თუ ჩვენ დავეხმარებით, ისინი გადარჩებიან. ისინი დასავლეთის დახმარებას ელოდებიან“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.