ანჯეი დუდა - პრეზიდენტი როდესაც გავხდი, დარწმუნებული ვიყავი, რუსეთი არ გაჩერდებოდა 2008 წელს საქართველოზე და 2014 წელს უკრაინის ნაწილზე თავდასხმით
ანჯეი დუდა - პრეზიდენტი როდესაც გავხდი, დარწმუნებული ვიყავი, რუსეთი არ გაჩერდებოდა 2008 წელს საქართველოზე და 2014 წელს უკრაინის ნაწილზე თავდასხმით

2015 წელს, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთი არ გაჩერდებოდა 2008 წელს საქართველოზე და 2014 წელს უკრაინის ნაწილზე თავდასხმით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„2015 წელს, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთი არ გაჩერდებოდა 2008 წელს საქართველოზე და 2014-ში უკრაინის ნაწილზე თავდასხმით. ვიცოდი, რომ იმპერიული მადა გაიზრდებოდა. მსოფლიოს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსს თუ ამაზე რეაქცია არ ექნებოდათ, მაშინ ვნახავდით მეტ თავდასხმას, ჩემი ქვეყანა, პოლონეთიც გახდება ამის მსხვერპლი. როცა პრეზიდენტი გავხდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რათა პოლონეთი ასეთი სცენარისგან დამეცვა.

2008 წელს ლეხ კაჩინსკიმ მითხრა, ანჯეი, როდესაც ამერიკელი სამხედროები, როდესაც ამერიკული სამხედრო ტექნიკა არის ჩვენს მიწაზე, მაშინ მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ აღარ ვართ რუსეთის გავლენის სფეროში. ეს არის ნამდვილი მეგობრობა, როდესაც ქალბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა დღეს, მეგობარი გასაჭირში იცნობაო“, – განაცხადა დუდამ.