ანჯეი დუდა - ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება იაფია, რადგან ამერიკელი ჯარისკაცები არ იხოცებიან
ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება იაფია, რადგან ამერიკელი ჯარისკაცები არ იხოცებიან, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ washington post-თან ინტერვიუში განაცხადა.
Washington Post-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როდესაც აშშ-ში ზოგიერთი მემარჯვენე პოპულისტი უკრაინის დახმარების წინააღმდეგია, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ამერიკელმა კონსერვატორებმა უკრაინას, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ახლა რუსეთის შეჩერება მარტივია, მაგრამ თუ ახლა არ შეაჩერებელ რუსეთის აგრესიას, „ძალიან მაღალი ფასი იქნება გადასახდელი“.
„ახლა ჩვენ ვხედავთ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას – დაწყებული მოსკოვის 2008 წელს საქართველოში შეჭრით, 2014 წელს თავდასხმით უკრაინაზე, გასულ წელს მისი სრულმასშტაბიანი შემოჭრით – და მისი განმეორებითი საფრთხეებით, რომელიც მიმართულია ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ, პოლონეთისკენ და მთელი ცენტრალური ევროპისკენ“, – განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა,რომ მისი აზრით ყველამ იცის,რომ სადაც რუსეთია, იქ დემოკრატია არ არის.
„ჩემი ღრმა რწმენაა, რომ აშშ-ს ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დარწმუნდეს, რომ დემოკრატია არ გაქრება ცენტრალური ევროპიდან.ყველამ იცის, რომ სადაც რუსეთია, იქ დემოკრატია არ არის“- აღნიშნა დუდამ.
ამასთან ერთად, დუდამ განაცხადა,რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლონელების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ მიესალმება უკრაინელებს, ”ნამდვილად არის ომის დაღლილობის პრობლემა.“
„მიუხედავად ამ გამოწვევებისა, პოლონელები უკრაინელებს ეხმარებიან, რადგან მათ ესმით რუსული საფრთხე. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც რუსები მოდიან, აუპატიურებენ ქალებს, კლავენ ხალხს, ასახლებენ აღმოსავლეთში. ჩვენ ვიცით, რომ რუსები უნდა შეჩერდნენ“, – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, რუსეთის შეჩერება მოითხოვს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
„მე ვარ მათ შორის, ვინც იმედოვნებდა, რომ უკრაინას მიენიჭებოდა იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად მიიღო გასულ თვეში ნატო-ს სამიტზე ვილნიუსში, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა მოკავშირეების უმრავლესობის მცდელობები, დაედგინა კიევის მიღების კონკრეტული გრაფიკი.რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივიღებთ ახალ ქვეყანას ნატო-ში, ვიდრე ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ომია, მაგრამ ვიმედოვნებდი, იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მიიღო“, – განაცხადა დუდამ.