ანგელა მერკელმა მემუარებზე მუშაობა დაასრულა, მკითხველისთვის წიგნი 26 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა მემუარებზე მუშაობა დაასრულა, წიგნი სავარაუდოდ, ნოემბერში გამოვა.
როგორც ცნობილია, მერკელთან ერთად მემუარებზე მისი ასისტენტი, ბეატა ბაუმანი მუშაობდა.
700-გვერდიანი წიგნის სახელწოდება „თავისუფლებაა“ და ის მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, 26 ნოემბრიდან იქნება.
პრეზენტაციის საჯარო ღონისძიება Deutsches Theater-ში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 10 ოქტომბერს დაიწყება.
ანგელა მერკელის მემუარების შეძენა 30-ზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.
ანგელა მერკელი ბუნდესტაგის წევრი პირველად1990 წელს გახდა, 2000 – 2018 წლებში მემარჯვენე „კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტიის ლიდერი იყო. თექვსმეტი წლის განმავლობაში, 2021 წლის არჩევნებამდე, ის გერმანიის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.
ანგელა მერკელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლებოდა.