ანგელა მერკელმა და ვლადიმირ ზელენსკიმ მინსკის შეთანხმებების საკითხი განიხილეს
ანგელა მერკელმა და ვლადიმირ ზელენსკიმ მინსკის შეთანხმებების საკითხი განიხილეს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრიანის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მინსკის შეთანხმებების საკითხი განიხილა.

როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადასტურეს მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელების აუცილებლობა.

გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა და ვლადიმირ ზელენსკიმ გერმანიასა და უკრაინას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელების აუცილებლობას და ნორმანდიულ ფორმატში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებას“, – აღნიშნა ზაიბერტმა.