ანგელა მერკელის პრესმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხობს - ანგელა მერკელი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება
გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს.
მერკელის პრესმდივნის თქმით, ანგელა მერკელი 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ ეთანხმება.
„კანცლერი, ანგელა მერკელი 2008 წელს ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება“, – განაცხადა პრესმდივანმა.
კანცლერის პრესმდივნის თქმით, მერკელი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია ზელენსკის მიწვევაზე.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ბუჩაში იწვევს, იმის სანახავად რაც იქ ხდება.