საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.
შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და ანგელა მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა.