ანგელა მერკელი ყალბ ახალ ამბებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ყალბ ახალ ამბებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან ბერლინში, გერმანიის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ახალი შტაბბინის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყალბ ახალ ამბებთან, როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილთან გამკლავება. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია გერმანიის მომავალი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ერთიანობისთვის“, – აღნიშნა კანცლერმა.
ანგელა მერკელის თქმით, ხშირად ყალბი ამბები სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილი ხდება.
„ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ ამ რეალობას“, – განაცხადა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი მოვალეობა იქნება, გამოავლინოს, ვინ დგას დეზინფორმაციული კამპანიების უკან.