ანგელა მერკელი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს
ანგელა მერკელი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს

ანგელა მერკელი აღნიშნავს, რომ წარუმატებელი მოლაპარაკებების მიუხედავად, თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს.
გერმანიის კანცლერი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ხელახალ არჩევნებს ამჯობინებს. მერკელის თქმით, კოალიციის ფორმირების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ურჩევნია ქვეყნის პოლიტიკური მომავალი განმეორებითი ხმის მიცემით ხალხმა გადაწყვიტოს.

სამი პარტია – „ქრისტიან-დემოკრატები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „მწვანეთა პარტია“ ოთხ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა გადაელახა განსხვავებული შეხედულებები იმიგრაციის, კლიმატის, ეკოლოგიისა და საგადასახადო სისტემის შესახებ.

გერმანიის პრეზიდენტმა ლიბერალებს, რომლებიც კონსერვატორებთან კოალიციაზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებს გამოეთიშნენ, გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრება ურჩია. შტაინმაიერმა პარტიებს გერმანიის კეთილდღეობისთვის კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდა.

შექმნილი ვითარება ანგელა მერკელის 12-წლიანი კანცლერობის განმავლობაში ყველაზე კრიზისულია.
არჩევნები გერმანიაში სექტემბერში გაიმართა.