ანგელა მერკელი სირიის კონფლიქტს ემანუელ მაკრონთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ბორის ჯონსონთან განიხილავს
გერმანიის კანცლერი, 3 დეკემბერს, სირიის კონფლიქტს საფრანგეთის და თურქეთის პრეზიდენტებთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილავს.
გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლის, ულრიკე დემერის განცხადებით, ანგელა მერკელი ემანუელ მაკრონს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ბორის ჯონსონს, ლონდონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვდება.
სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შეთანხმებას გეგმავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ანკარას სირიის პოლიტიკის რეალიზაციისთვის საშუალებები გამოუყონ, მათ შორის სირიაში ლტოლვილების დაბრუნების მიზნით.