გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხედრო ხარჯების გაზრდის ინიციატივით გამოდის. ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის სამხედრო სფეროსთვის გამოყოფილი ფინანსები არასაკმარისია.
„როდესაც საუბარია ბუნდესვერზე, ჩვენ პროგრესს უნდა მივაღწიოთ. ნაკლები ფულით ჩვენ უკეთესად ვერ ვიქნებით“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, ბერლინში, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრებთან შეხვედრაზე.
მიმდინარე წელს, საპარლამენტო კრიტიკულმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ სათადარიგო ნაწილების ნაკლებობისა და ხარისხობრივი ხარვეზების გამო, გერმანიის წყალქვეშა ნავების, სამხედრო თვითმფრინავებისა და სხვა საკვანძო შეიარაღების მზადყოფნის მაჩვენებელი შემცირებულია.