ანგელა მერკელი საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან საგანგებო სამიტის გამართვას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან საგანგებო სამიტის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
სამიტი სავარაუდოდ, 28-29 ივნისს შედგება.
მიგრანტების საკითხი აქტუალური გასულ კვირას გახდა, როდესაც იტალიის ხელისუფლებამ მიგრანტებით სავსე გემს პორტში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. შედეგად, უკან გაბრუნებული გემი, რომლის ბორტზეც 900-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ესპანეთმა მიიღო. ერთი კვირის წინ, ესპანეთმა 600-ზე მეტი მიგრანტი თავშესაფრით უზრუნველყო. მათ თავშესაფარზე უარი იტალიის ახალმა მემარჯვენე მთავრობამ განუცხადა.