ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაგრძელებას მხარს უჭერს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაგრძელებას მხარს უჭერს. ამის შესახებ მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
კანცლერის თქმით, გერმანია შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის ქმედებით და სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 13 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრებს მინსკის შეთანხმების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას .
ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა სწორედ ამ სამიტზე მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება.