ანგელა მერკელი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთისა და ჩვენი ევროპული კულტურის სიმბოლოა
მტკივნეულია ცეცხლმოკიდებული ტაძრის საშინელი სურათის ნახვა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. კანცლერის განცხადება მისმა პრესმდივანმა გაავრცელა.
„რა მტკივნეულია ცეცხლმოკიდებული ტაძრის საშინელი სურათის ნახვა. ნოტრ დამი საფრანგეთისა და ჩვენი ევროპული კულტურის სიმბოლოა. ფიქრებით ჩვენს მეგობარ ფრანგებთან ვართ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესმდივანმა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.