ანგელა მერკელი მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ შეუქმნიან საფრთხეს შედეგს, რომელსაც ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის შესუსტების პროცესში მიაღწია
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ შეუქმნიან საფრთხეს იმ შედეგს, რომელსაც ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის შესუსტების პროცესში მიაღწია.
გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყანას პანდემიის პირობებში ცხოვრება კიდევ გარკვეული პერიოდი მოუწევს.
„სამწუხარო იქნება, თუ მოგვიწევს დავუბრუნდეთ იმ შეზღუდვებს, რომლის უკან მოტოვებაც გვსურს, რადგან ჩვენ ერთბაშად და ჩქარა გვინდა ეს“, – აღნიშნავს ანგელა მერკელი.
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 798 ადამიანი დაინფიცირდა. 13 მაისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 171 306-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გერმანიაში აღნიშნული ვირუსით 101 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, „კოვიდ-19“-ით გერმანიაში 7 634 პირია გარდაცვლილი.