გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ერევანში ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის დედაქალაქ ერევნის „ზვარტნოცის“ აეროპორტში გერმანიის კანცლერს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დახვდა.
ანგელა მერკელი სომხეთში საქართველოდან ჩაფრინდა. სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში სომხეთიდან ის აზერბაიჯანში გაემგზავრება.