ანგელა მერკელი - არ არის აუცილებელი, კლაუსი ან ერიკა გერქვას, რომ გერმანელი იყო
ანგელა მერკელი - არ არის აუცილებელი, კლაუსი ან ერიკა გერქვას, რომ გერმანელი იყო

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, მიგრანტები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, გერმანელები არიან და არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს ატარებენ.

„ინტეგრაცია არ შეიძლება, შვიდი თაობის განმავლობაში გაგრძელდეს და აღარასდროს დასრულდეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გერმანული სახელი კლაუსი ან ერიკა არ გქვია“, – განაცხადა მერკელმა.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა თურქეთთან გაფორმებული შეთანხმების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა.

„ისმის კითხვა, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს იმ ადამიანის ინტეგრაცია, რომელსაც გერმანული სახელი არ ჰქვია? ჩემი აზრით, ყველა აქვს შანსი, სულ მცირე მაშინ, როდესაც ისინი გერმანიის მოქალაქეობას მიიღებენ, რომ  თავი აღიქვან ამ მიწის შვილებად და სახელს მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს“, – განაცხადა მერკელმა.