ანგელა მერკელი - ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა
ანგელა მერკელი - ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა

ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

„საშინელებაა, რომ მამაცი, უშიშარი ხმა, რომელიც იცავდა თავის ქვეყანას, საშინელი მეთოდების გამოყენებით გაჩუმდა. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან, მის შვილებთან, მის მეგობრებთან და თანამშრომლებთან არის“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის ყოფილი კანცლერი თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსეი ნავალნის აქტიურად უჭერდა მხარს. მერკელმა ნავალნი საავადმყოფოში მოინახულა, როდესაც რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.