ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის საკითხი განიხილება
ნატო-ს სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობაა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, იზრდება კიბერთავდასხმებისგან შექმნილი პრობლემების მნიშვნელობა.
„კიბერთავდასხმებისგან შექმნილი პრობლემების მნიშვნელობა იზრდება, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს ნატო-ს მოკავშირეების მიმართ, რომლისგანაც გერმანიაც ზარალობს. ვისაუბრებთ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ნატო-ს თანამშრომლობაზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო და უკრაინა“, – განაცხადა მერკელმა.
გერმანული მედის ცნობით, მერკელმა სამიტზე განსახილველ თემებს შორის ასევე ახსენა ბელარუსი, სადაც მისი თქმით, ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ლიდერების სამიტი ბრიუსელში მიმდინარეობს.