ანგელა მერკელი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და მოსახლეობას რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერი მოსახლეობას ექიმების რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.
ანგელა მერკელის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და მისი გავრცელების აცილების პრევენციისთვის წესების დაცვა აუცილებელია.
ანგელა მერკელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, თუმცა ეს განსაკუთრებული სიფრთხილის ფონზე უნდა მოხდეს. კანცლერი მოსახლეობას მოუწოდებს, ატარონ ნიღბები, დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.
გერმანიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 195 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 000 ადამიანი.