ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება

გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება. ეს განცხადება მერკელმა გერმანული გამოცემის „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ 77 წლის იუბილეზე, მიუნხენში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

„ვიდრე ამას არ გავაკეთებთ, ცივი ომი რეალურად არ იქნება დასრულებული“, – აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის ყოფილი კანცლერმა ასევე მოუწოდა ევროპას, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას სერიოზულად მიუდგნენ.

„ჩვენ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა აღვიქვათ და სერიოზულად მივუდგეთ და არა როგორც ბლეფს“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.