გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი ანგელა მერკელი 16 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც ქვეყნებს შორის ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელის პრესმდივანმა, შტეფენ სიბერტმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი კანცლერი პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდება.
„თურქეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლო პარტნიორია“, – აღნიშნა სიბერტმა და დაამატა, რომ მხარეთა შორის სამომავლო შეხვედრა საერთაშორისო და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს, მათ შორის ევროკავშირ-თურქეთის თანამშრომლობას მიგრაციის მართვისა და ლტოლვილთა დაცვის საკითხებში.
მერკელის დაგეგმილი ვიზიტი 21-22 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ გაიმართება.