ანგარიშის მიხედვით, 2014-2018 წლებში შეიარაღების ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნები არიან აშშ-ი, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია
მსოფლიო პრობლემების სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2014-2018 წლებში შეიარაღების ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნები არიან აშშ-ი, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია.
ანგარიშის თანახმად, იარაღის პირველი ხუთი ყველაზე დიდი ექსპორტიორის მაჩვენებელი, მსოფლიო საექსპორტო ბრუნვის 75 პროცენტს ფარავს. მხოლოდ აშშ-სა და რუსეთზე კი მსოფლიო ექსპორტის 57 პროცენტი მოდის.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014-2018 წლებში აშშ-ის მთავარი კლიენტი ქვეყნები საუდის არაბეთი, ავსტრალია და არაბთა გაერთიანებული საამიროები იყვნენ. რუსეთისგან კი ყველაზე მეტი შეიარაღება ინდოეთმა, ჩინეთმა და ალჟირმა შეიძინეს.