პოლონეთმა აშშ-სგან „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების პირველი პარტია მიიღო
პოლონეთმა აშშ-სგან „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების პირველი პარტია მიიღო

პოლონეთმა აშშ-სგან „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების პირველი პარტია მიიღო, რომელთა განთავსებაც რუსეთის საზღვართან იგეგმება. შესაბამის ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პოლონური მედიის ცნობით, ქვეყანამ შეძენილი 20 სისტემიდან ხუთი მიიღო.

„ეს არის აღჭურვილობა, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა ბრძოლაში, დაამტკიცა უკრაინელების ხელში რუსეთის ინტერვენციის შეჩერებით“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული შეიარაღების მიზანია აგრესორის შეკავება, ასევე პოლონეთისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე პოლონეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერება.