გერმანიის კანცლერმა ანეგელა მერკელმა გენდერული თანასწორობის საერთაშორისო ჯილდო მიიღო.
ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ჯილდო ფინეთის მთავრობამ დააწესა.
„გერმანიის კანცლერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონია. ანგელა მერკელი ბევრი ქალისთვის მაგალითად იქცა. თანასწორობა ძირითადი ფასეულობაა ფინეთისთვის. ფინეთმა 1906 წელს მიანიჭა ქალს პოლიტიკური უფლებები“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა იუჰა სიპილამ.
ევროკავშირის ლიდერებმა ანგელა მერკელს მადლობა გადაუხადეს ქალის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.
ჯილდო გერმანიის კანცლერს ფინეთის პრემიერ- მინისტრმა ბრიუსელში გადასცა. ბელგიაში 2017 წლის შემაჯამებელი სამიტი გაიმართა.