ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიგი უგულავას ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
კუბილიუსის თქმით, საქართველო დგამს ნაბიჯს დემოკრატიის სიმწიფისკენ.
„დემოკრატია მოქმედებაში: სასიამოვნო იყო შეხვედრა (ონლაინ) გიგი უგულავასთან, რომელიც ახლა თავისუფალია. საქართველო დგამს ნაბიჯს წინ თავისი დემოკრატიის სიმწიფისკენ“, – წერს ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი.