ანდრიუს კუბილიუსი - ჩემთვის აშკარაა, რომ კონსტიტუციას არღვევს არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ მთავრობა და მმართველი პარტია
პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის მმართველი პარტიის მიზანმიმართული მცდელობა, მოკლას კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვ პირველს“ განუცხადა.
როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, „ქართული ოცნება“ ახდენს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს.
„ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა. პრეზიდენტი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს. ახლა კი ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უკმაყოფილოა პრეზიდენტის ამ წარმატებული აქტივობების. ამიტომაც დაიწყეს, ვიტყოდი, ანტიეროვნული და სულელური ნაბიჯების გადადგმა. ახლა ჩავხედე საქართველოს კონსტიტუციას, პარაგრაფი 49, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებს და პარაგრაფი 52. ჩემთვის აშკარაა, ვინ არღვევს კონსტიტუციას, ეს არის მთავრობა და მმართველი პარტია. ეს არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ ეროვნული ინტერესების დარღვევაცაა. არა ზურაბიშვილი, არამედ „ქართული ოცნება“ ახდენს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს. ამ ინიციატივით აჩვენებენ, რომ ევროპული პოლიტიკური კოალიციები მათთვის მისაღები არ არის. ისინი არ მოქმედებენ ევროპულად და თავს ესხმიან პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მთავრობა კი ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს. კრემლი კი ბედნიერია“, – აცხადებს კუბილიუსი.