ანდრიუს კალინდრა - ვაკვირდებით საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლას, დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს მთავრობა კარგად აფასებს ვითარებას, როგორ გაუმკლავდეს ყველა შესაძლო რისკს
ანდრიუს კალინდრა - ვაკვირდებით საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლას, დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს მთავრობა კარგად აფასებს ვითარებას, როგორ გაუმკლავდეს ყველა შესაძლო რისკს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჩვენ ყველამ ვიხილეთ ხალხისა და სატვირთოების გრძელი რიგები ყველგან, ევროპაში. ახლა რაც ხდება, ეს რუსეთის ბრალია, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტივის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ლიეტუვა აკვირდება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას და დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ხელისუფლება კარგად აფასებს არსებულ ვითარებასა და რისკებს.

„ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ამავდროულად დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა კარგად ფუნქციონირებს, კარგად აფასებს ამ ვითარებას, როგორ გაუმკლავდნენ ყველა შესაძლო რისკს. მინდა, შეგახსენოთ, რომ ლიეტუვამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, 10 მარტისთვის შეაჩერა ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელარუსის პასპორტის მფლობელთათვის. ახლა ასევე ვზღუდავთ რუსების შესვლას ლიეტუვაში. ეს ჩვენი აღქმა და გზაა, რადგან სამწუხაროდ, ნებისმიერ ინვესტიციას რუსეთთან, იქნება ეს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირები, ღირებულება აღარ გააჩნია“, – განაცხადა ელჩმა.

რუსეთის ფედერაციიდან შემოსული და საქართველოდან რუსეთში გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით შსს-მ 27 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია.