ანდრიუს კალინდრა - საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას
საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს ბელარუსის რეჟიმის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს. ლიეტუვა საქართველოს სრულ მხარდამჭერად რჩება“, – წერს ლიეტუველი დიპლომატი.