ანდრიუს კალინდრა – საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას
საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს ბელარუსის რეჟიმის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს. ლიეტუვა საქართველოს სრულ მხარდამჭერად რჩება“, – წერს ლიეტუველი დიპლომატი.
Belarus regime leader’s Lukashenko visit today to 🇬🇪 Abkhazia region proved 🇧🇾&🇷🇺 joined disrespect to the #UNCharter and principle of territorial integrity and sovereignty.
🇱🇹 stays committed to fully supporting 🇬🇪— Andrius Kalindra (@a_kalindra) September 28, 2022