ანდრიუს კალინდრა - 12 პრიორიტეტის სრულად შესრულების შემთხვევაში საქართველოს მიანიჭებენ სტატუსს, ჯერ კიდევ არის დრო და ნამდვილადაა პროგრესი, თუმცა არის გადასაჭრელი საკითხები
საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით პროგრესია, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია.
„12 პრიორიტეტი დაწესდა და მათი სრულად შესრულების შემთხვევაში საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. ჯერ კიდევ არის დრო, ნახევარი წელი და ნამდვილად არის პროგრესი, თუმცა არის საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია. ვიტყოდი, მთავარი საკითხებია მიღებული ქმედებების სანდოობა, რათა იყოს კონსენსუსი ევროკავშირის წევრებს შორის, რადგან იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურის მიერ და ჩვენ ვმუშაობთ ბევრს, რომ ისინი შესრულდეს. ერთი კვირის წინ ჩვენ ვილნიუსში ვუმასპინძლეთ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალური ვიზიტით, მანამდე გვყავდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიტიკური კონსულტაციებისთვის, პოლიტიკური დიალოგიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ.