ანდრია ჯაღმაიძე - სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის აუცილებელი ყოველი ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია
ძალიან ბევრი სასულიერო პირი მოვა და დადგება პატრიარქთან წირვაზე მხარდასაჭერის გამოსახატად. წირვის ბოლოს, ალბათ, იქნება კომენტარები”,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.
საკვირაო წირვას დღეს პატრიარქი აღავლენს.
რაც შეეხება მამა ანდრია ჯაღმაიძის შეფასებას პეტრე ცაავას გადაწყვეტილების თაობაზე , მისი თქმით, სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია.
„არსებობს კანონიკა, არსებობს ძალიან ბევრი შეღავათი. ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში. სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია. მე ნუ მათქმევინებთ იმას, რაც სინოდმა უნდა თქვას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ყოფილი დეკანოზი პეტრე ცაავა არ აპირებს შიომღვიმის მონასტერში წასვლას. როგორც პეტრე ცაავა ამბობს, ის მოღვაწეობას საქართველოში აგრძელებს, თუმცა შიომღვიმეში არ წავა.