პეტრე ცაავა - შიომღვიმეში არ წავალ, მოღვაწეობას ვაგრძელებ საქართველოში
პეტრე ცაავა - შიომღვიმეში არ წავალ, მოღვაწეობას ვაგრძელებ საქართველოში

რადგან არ ისურვეს ჩემი შემოთავაზება, რომ გარდამავალ პერიოდში დავრჩენილიყავი და დავხმარებოდი, ამიტომ ვიხსნი პასუხისმგებლობას ყველაფერზე. აიღოს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პატრიარქმა და ჭყონდიდელმა მღვდელმთავარმა, – ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქოდან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი თხოვნა ილია მეორემ არ დააკმაყოფილა. პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებას ითხოვდა.

კითხვაზე, სად გააგრძელებს მოღვაწეობას, პეტრე ცაავა პასუხობს – „მოღვაწეობას ვაგრძელებ საქართველოში, შიომღვიმეში არ წავალ“.

ყოფილი მიტროპოლიტის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიას სავარაუდოდ ხვალ ელოდებიან, რომელსაც ეპარქიას გადააბარებენ.

„როგორც მითხრეს, სავარაუდოდ ხვალ ჩამოვა კომისია. ჩვენც უკვე შევქმენით სამკაციანი ჯგუფი და როგორც კი ჩამოვლენ, დავიწყებთ გადაბარებას. ჩემს ინტერესებშია, რომ პროცესი მალე დამთავრდეს“,- აცხადებს პეტრე ცაავა.