ანდრია ბასილაიამ ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის მიხედვით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. განახლდება შადრევანი, რომელსაც სრულიად ახალი დიზაინი ექნება. ასევე, მოეწყობა ჭადრაკის სივრცე, LED განათების ქსელი და ძველი ინვენტარი თანამედროვე ინფრასტრუქტურით შეიცვლება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 935 083 ლარია გამოყოფილი.