„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ფოტო გადაიღო ყველა იმ თასთან, რომელიც კარიერის განმავლობაში მოუგია.
34 წლის ინიესტას 9-ჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი, 6-ჯერ – ესპანეთის თასი, 7-ჯერ – ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ – ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ – უეფას სუპერთასი და 3-ჯერ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.
გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ანდრესი ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ერთხელ – მსოფლიოს ჩემპიონი.
ინიესტამ „ბარსელონა“ 2017-18 წლები სეზონის შემდეგ დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.