ანდრეი სიბიგა - ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ შორ მანძილზე დარტყმებთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებთან დაკავშირებით „ფრთხილი ოპტიმიზმი“ გამოხატა.
„ჩვენ განვიხილეთ შორ მანძილზე დარტყმების საკითხი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. აქაც ფრთხილი ოპტიმიზმით ვართ განწყობილი“, – განაცხადა სიბიგამ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში მოლაპარაკებები სამხედრო დახმარებასაც შეეხო.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო სურათი, მკაფიო ვადები და მოცულობები იმისა, რაც წლის ბოლომდე მიეწოდება უკრაინას. ეს გვეხმარება საბრძოლო ველზე ჩვენი მოქმედებების სტრატეგიულ დაგეგმვაში“, – განაცხადა სიბიგამ.