ანდრეი კისკა - ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი 
ანდრეი კისკა - ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი 

გამარჯობა მეგობრებო, როდესაც პრობლემების წინაშე დგახარ ოჯახს მიმართავ, თუ აღნიშნავ რა თქმა უნდა, აღნიშნავ ოჯახთან ერთად და ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა იყო ასეთი მეგობრულ წრეში, – ასე დაიწყო კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ.

ან​დრეი კისკამ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მეგობრების ყოლა ყოველთვის სასიამოვნოა.

​„ჩამთვის ძალიან დიდი პატივია და უდიდესი სიამოვნების მომნიჭებელია აქ თქვენთან ერთად 100 წლის იუბილის აღნიშვნა. როდესაც პრობლემების წინაშე დგახარ ოჯახს მიმართავ, თუ აღნიშნავ რა თქმა უნდა, აღნიშნავ ოჯახსთან ერთად და ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა იყო ასეთი მეგობრულ წრეში. ჩვენ ვართ ერთი ევროპული ოჯახი და ჩვენ სლოვაკეთში და დარწმუნებული ვარ, შემიძლია პრეზიდენტ დუდას სახელით ვისაუბრო, ევროკავშირში ვიქნებით არა მხოლოდ ერთი ევროპა, არამედ ვიქნებით საქართველოსთან ერთად ერთ ევროპულ ოჯახში – ევროკავშირში. ნება მომეცით გითხრათ, როგორ ვხედავთ ჩვენ ევროკავშირში საქართველოს სლოვაკეთს, ჩვენს თანამშრომლობას. საინტერესოა, რომ ჩვენი ქვეყნები თითქმის ერთი და იგივე გეოგრაფიული ზომა აქვთ. სლოვაკეთში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ცოტა ნაკლები. რა ვითარება გვაქვს, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი, 5 მილიონიანი მოსახლეობით როგორი განცდაა, რომ ვიყოთ ევროკავშირის სრული წევრი. ევროკავშირი ფანტასტიური პროექტია და მთლიანობაში ითვლის 500 მილიონ მცხოვრებს. ყველაზე ძლიერ ეკონომიკას. მეგობრების ყოლა, სადაც შეიძლება მაგიდას მივუსხდეთ და ვისაუბროთ სხვადასხვა პრობლემებზე, გამოწვევებზე ეს მშვენიერი საშუალებაა. რა თქმა უნდა, ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ მრავალი პრობლემები და მოვაგვაროთ ისინი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში არის გამოწვევები და რიგი ქვეყნებიდან არის ძლიერი პროპაგანდა, ვისაც არ უნდა გაერთიანებული ევროკავშირის დანახვა, არ უნდათ, რომ საქართველო შეუერთდეს ამ დიდ ოჯახს.

„არ არის მარტივი გაუმკლავდე პროპაგანდას. ყოველთვის ვეკითხები, რა შეგრძნებაა ევროკავშირი, მე ყოველთვის ვპასუხობ, ეს არის გამოსავალი. დღევანდელ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მოაგვაროს პრობლემები, მაგალითად კლიმატური ცვლილებები, მიგრაცია ეკონომიკურ ზრდა. დიდ ქვეყნებშიც ისინი მარტო თავს ვერ გაართმევენ ამ საკითხებს, ერთად უნდა დავდგეთ და გავერთიანდეთ. ეს არის დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი. ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთად და ზუსტად ამიტომ. ჩვენ ვიბრძვით, საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ერთის მხრივ, უნდა განახორციელოთ რეფორმები, მაგრამ მეორე მხრივ, აგრესიული მეზობელი გყავთ, მაგრამ ბრწყინვალედ ართმევთ თავს. მე ახლახანს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, საქართველო არ არის მარტო ლამაზი, ბრწყინვალე ქვეყანა, ამ ქვეყანაში ბრწყინვალე ხალხი ცხოვრობს”, – განაცხადა კისკამ.