ანდრეი ერმაკი - ნატო-ში უკრაინის მიწვევა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემუშავებული გამარჯვების გეგმის ნაწილია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემუშავებული გამარჯვების გეგმის ნაწილია.
ამის შესახებ ანდრეი ერმაკმა ნიუ იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში საუბრისას განაცხადა.
„უკრაინის ნატო-ში მიწვევა არის გამარჯვების გეგმის ნაწილი. მე ასევე მოვუწოდე პარტნიორებს, არ მიაქციონ ყურადღება რუსეთის მხრიდან ესკალაციის მუქარებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.
ერმაკის განმარტებით, უკრაინის გამარჯვების გეგმა მოიცავს იმ ნაბიჯების მკაფიო ხედვას, რომელთა გადადგმაც აუცილებელია გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
როგორც ერმაკმა ახსნა, გეგმა მოიცავს როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიურ სტრატეგიას.