ანჟელიკ კერბერმა ზედიზედ მეოთხე წააგო
ანჟელიკ კერბერმა ზედიზედ მეოთხე წააგო

კვლავინდებურად კრიზისშია მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი.

ამჟამად მსოფლიოს მე-15 ნომერმა წააგო პირველი წრის მატჩი ჟენგჟოუს ტურნირზე. კერძოდ, სამ სეტში დამარცხდა რეიტინგის 34-ე ჩოგანთან, ამერიკელ ელისონ რისკესთან – 7:5, 4:6, 6:7. მატჩი ორი საათი და 53 წუთი გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ კერბერი მატჩზე აწვდიდა და ტაი-ბრეიკზე მატჩბოლი ჰქონდა.

ეს არის ზედიზედ მეოთხე ტურნირზე პირველ წრეში წაგება 31 წლის გერმანელისთვის: ტორონტოში ის დამარცხდა დარია კასატკინასთან, ცინცინატიში – ანეტ კონტავეიტთან და აშშ-ის ღიაზე – კრისტინა მლადენოვიჩთან.