ანჟელიკ კერბერი - ვერ წარმომიდგენია წელს აშშ-ის ღიას ჩატარება
ანჟელიკ კერბერი - ვერ წარმომიდგენია წელს აშშ-ის ღიას ჩატარება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, „დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონი ანჟელიკ კერბერი ფიქრობს, რომ წელს აშშ-ის ღია პირველობა არ გაიმართება.

„დღეს მე ვერ წარმომიდგენია, რომ ტურნირი შეიძლება გაიმართოს. არ მგონია, ვინმეს სურდეს თვითმფრინავში ჩაჯდომა და ნიუ იორკში გამგზავრება. დღეისთვის არავინ იცის, რა ხდება და როგორ განვითარდება მოვლენები. ვშიშობ, რომ მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი შეიძლება დაინფიცირდეს ან ჩავრჩეთ იქ დიდი ხნით,“ – განაცხადა გერმანელმა ჩოგბურთელმა.

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ქალთა პროფესიული ტური სეზონს აგვისტოს დასაწყისში პალერმოს ტურნირით განაახლებს.

„ვინ იცის, იქნებ საერთოდ ვერ ვითამაშოთ ჩოგბურთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში. იქნებ სამი კვირის შემდეგ დავიწყოთ. რთული სათქმელია,“ – დაამატა კერბერმა.