ანჟელიკ კერბერი გერმანიის საუკეთესო სპორტსმენი გახდა
ანჟელიკ კერბერი გერმანიის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

მსოფლიოს მეორე ჩოგანი ანჟელიკ კერბერი 2018 წელს გერმანიის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა, – წერს WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი.

გასულ სეზონში, 30 წლის კერბერმა უიმბლდონი და სიდნეის ტურნირი მოიგო. „დიდი სლემის“ დანარჩენ სამ ტურნირში მან მინიმუმ მეოთხედფინალამდე მიაღწია. კერბერმა უიმბლდონის ფინალში სერენა უილიამსი 6:3, 6:3 დაამარცხა.

დაჯილდოვების ცერემონიისას, კერბერმა აღნიშნა ველომრბოლი კრისტინა ფოგელი, რომელმაც 26 ივნისს, ვარჯიშის დროს დაცემისას ხერხემლის ტრავმა მიიღო და პარალიზებული დარჩა.

„კრისტინა, შენ მაგალითი ხარ ბევრი ადამიანისთვის. შენ აჩვენე ნამდვილი ბრძოლის ჟინი,“ – აღნიშნა კერბერმა, რომელიც მეორედ გახდა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი. პირველად ეს პრიზი მან 2016 წელს მიიღო.