ანდერს სამუელსონი - ევროპის საბჭოს​ მინისტერიალში მონაწილეობის მიზანი არის, რომ დავიცვათ მოქალაქეების უფლებები
ანდერს სამუელსონი - ევროპის საბჭოს​ მინისტერიალში მონაწილეობის მიზანი არის, რომ დავიცვათ მოქალაქეების უფლებები

ყველა ქვეყნისთვის მნიშვენელოვანია სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვა – ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსონმა ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც დანიის სამეფოში იმართება.

„რაც უნდა გავიზიაროთ ყველამ, არის ის, რომ ყველა ქვეყნისთვის მნიშვენელოვანია სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს არის ის, რაზეც მომდევნო წლებში ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. აქ მონაწილეობის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ დავიცვათ მოქალაქეები. იმიტომ, რომ თუ არ გაქვს კარგი დემოკრატიული სისტემა, მოქალაქეს უწევს საკუთარი თავზე თავად იზრუნოს. სწორედ ამის შესახებ ვსაუბრობთ დღეს ევროპის საბჭოში. თუ ფიქრობთ, რომ საკუთარ ქვეყანაში არ გეპყრობიან სამართლიანად, ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც შეგიძლია მიმართო რჩევის მისაღებად“, – განაცხადა ანდერს სამუელსონმა.