ანდერს ფოგ რასმუსენი ლატვიური Norvik Bank -ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
ანდერს ფოგ რასმუსენი ლატვიური Norvik Bank -ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ლატვიური Norvik Bank -ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, Norvik Bank – ის მფლობელი რუსი ბანკირი გრიგორი გუსელნიკოვია.

გუსელნიკოვს, საიდ გუცერიევთან ერთად, რუსული “სბერბანკის” უკრაინული ფილიალის შესყიდვა სურდა.


საიდ გუცერიევი რუსი ბიზნესმენის მიხეილ გუცერიევის შვილია. ორივე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ შავ სიაშია.

ანდერს ფოგ რასმუსენი 2009-2014 წლებში ნატო-ს გენერლუარი მდივანი იყო, მანამდე კი დანიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.