ანალენა ბერბოკის განცხადებით, „დიდმა შვიდეულმა“ ვლადიმერ პუტინს უნდა დაუმტკიცოს, რომ ის ვერ შეძლებს უკრაინაში საკუთარი გეგმების განხორციელებას
ანალენა ბერბოკის განცხადებით, „დიდმა შვიდეულმა“ ვლადიმერ პუტინს უნდა დაუმტკიცოს, რომ ის ვერ შეძლებს უკრაინაში საკუთარი გეგმების განხორციელებას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „დიდმა შვიდეულმა“ უნდა დაუმტკიცოს ვლადიმერ პუტინს, რომ ის ვერ შეძლებს უკრაინაში საკუთარი გეგმების ხორცშესხმას.

ამის შესახებ განცხადება ანალენა ბერბოკმა იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, უკრაინამ ზამთარში რუსული შეტევა და ენერგეტიკული კრიზისი სწორედ „დიდი შვიდეულის“ მხარდაჭერით გადაიტანა და აუცილებელია, რომ ეს დახმარება გაგრძელდეს, პუტინმა გააცნობიეროს, რომ, ომის გამო დაღლილობისა და გამოფიტვის მიუხედავად, უკრაინაში მისი მიზნები არ შესრულდება.