ანალენა ბერბოკი - ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, არ იქნება მშვიდობა არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის
ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, არ იქნება მშვიდობა არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენმა ბერბოკმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოწვევას ერთად უნდა გაუმკლავდნენ.
„ჩვენ ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, თუ ღაზიდან ტერორიზმი ასე გაგრძელდება. ეს ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, არ იქნება მშვიდობა არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის. ჩვენ გვჭირდება გზა ხვალინდელი დღისთვის, ეს ნიშნავს, რომ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება, ღაზაში მშვიდობა, უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ევროკავშირისა და გერმანიისთვის ცხადია, რომ ისრაელელებსა და პალესტინელებს შეუძლიათ, იცხოვრონ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ, ტერორიზმისგან და ადამიანური ტრაგედიისგან თავისუფლად მხოლოდ ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ღაზაში ორი მილიონი ადამიანის წარმოუდგენელი ტანჯვა შემსუბუქდეს. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.